30 სექტემბერი 2023,   03:27
ვრცლად
"ზუგდიდობა 2023" გრანდიოზული კონცერტითა და საპატიო წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალით დაიხურა

კონცერტითა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალით დაიხურა "ზუგდიდობა 2023". გალა კონცერტზე ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ და ნატალია ქუთათელაძემ იმღერეს, მაყურებლის წინაშე წარდგნენ "სუხიშვილები."

"ზუგდიდობა 2023-ის" სადღესასწაულო დღეების ფარგლებში, სამეგრელოში არაერთი ღონისძიება გაიმართა - მოეწყო ზუგდიდის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, წიგნის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, რეწვის ოსტატთა გამოფენა- გაყიდვა, უფლისწულ ნიკოს ვახშმის სტილიზებული წარმოდგენა.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები