30 სექტემბერი 2023,   04:30
ვრცლად
"მიმდინარეობს ზარალის დათვლა" - რა ვითარებაა კახეთში, სადაც ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

კახეთში ზარალის დათვლა დილიდან დაწყებულია. ძლიერმა სეტყვამ ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში ათამდე სოფელი დააზარალა. დაახლოებით ნახევარ საათიანმა სეტყვამ უკვე დასაკრეფად გამზადებული ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები და ავტომობილებიც. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი.

"კურიერი" კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, სტიქიის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

"გვიან ღამის კახეთის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ დააზიანა ყვარლის, თელავსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. გვიან ღამითვე მერიის შესაბამისი სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გასულები ვიყავით ადგილზე. მუშაობა დაიწყო ზიანის დათვლის მუდმივმოქმედმა კომისიამ, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამ ეტაპზე არ გვაქვს სრული ინფორმაცია, ვინაიდან, გამთენიისას განახლდა მუშაობა და მიმდინარეობს დათვლა, თუ რამდენი საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული. ზარალის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი," - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღის ამბები