25 სექტემბერი 2023,   17:53
ვრცლად
"მნიშვნელოვანი თანხები იყო დახარჯული პრემიებზე, ბონუსებზე, მანქანის შეძენა იქნებოდა თუ ბინის" - "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ შიდა აუდიტი ჩაატარა

"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ, კომპანიაში შიდა აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაერთი უზუსტობა და ფინანსური დარღვევაა გამოვლენილი. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გიგა კობალაძემ ავტორებს 14 მილიონ ლარზე მეტი მოპარა.

"საქპატენტის" თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე "კურიერთან" აცხადებს, რომ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა კობალაძემ შიდა აუდიტი მას შემდეგ ჩაატარა, რაც "საქპატენტმა" განაცხადა, რომ აპირებდა აუდიტის ჩატარებას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი თანხები იყო დახარჯული პრემიებსა და ბონუსებზე, პარალელურად კი ასოციაციას ავტორების ვალი ჰქონდა.

"საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები იყო დახარჯული პრემიებზე, ბონუსებზე, მანქანის შეძენა იქნებოდა თუ ბინის[საოფისე ფართის, როგორც თვითონ განმარტავენ] შეძენა. საზღვარგარეთ სწავლა ერთ-ერთ მენეჯერულ ფონდში დასაქმებული ადამიანის და ა.შ. მაგრამ მათი პოზიცია არის, რომ ეს ყველაფერი მათ გააკეთეს ოფიციალურად. ისინი მიიჩნევენ, რომ რადგან ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია, ამიტომ არ არის დარღვევა, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ავტორებს არ აძლევდნენ ჰონორარს, რაც უნდა მიეცათ და ამ ყველაფერ ატარებდნენ დოკუმენტებში, როგორც პრემიას, ბონუსს, საზღვარგარეთ მივლინებას, ინგლისში სწავლის დაფინანსებას 70 000 ლარით.

სულ ჯამში 336 000 ლარი აქვს ერთ-ერთ პიროვნებას მიღებული 2023 წელს. ანუ შინაარსობრივად რომ შევხედოთ, აუდიტის დასკვნაში, მათ შორის, ფინანსურ აუდიტში შესაძლოა ეს ასახული იყოს არა როგორც დარღვევა, არამედ როგორც მოცემულობა. ვალიც მოცემულობაა, მაგალითად, თუ გიწერია, რომ გაქვს 10 მილიონი ავტორების ვალი, ეს აუდიტმა შესაძლოა შეაფასოს ვალი დეკლარირებულია, ანუ ოფიციალურად ადასტურებს, რომ ამის დოკუმენტები აქვს, მაგრამ საკითხავი ამის მერე ის არის, რატომ აქვს ეს ვალი, რატომ არ გადაუხადა ავტორებს ეს ფული, მაშინ როდესაც ვიღაცა პრემიებს იღებდა და საზღვარგარეთ მიდიოდა," - განაცხადა სოსო გიორგაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, გიგა კობალაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის. საჯარო რეესტრმა მას უარი საბოლოოდ უთხრა. დოკუმენტი შესაბამის ბაზაში უკვე აიტვირთა. ასევე, უკვე საჯაროა შიდა აუდიტის დასკვნაც.

დღის ამბები