29 მაისი 2023,   22:23
ვრცლად
ქუთაისში ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოადგენს

დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება ქუთაისშიც. ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოადგენს. მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ღონისძიება 14 საათზე დაიწყება. ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროგრამა, გასართობი თუ შემეცნებითი ღონისძიებები.

"ქუთაისში მრავალი აქტივობაა დაგეგმილი. 2 საათიდან ფალიაშვილის ქუჩაზე ნაჩვენები იქნება სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, სხვადასხვა თამაშებსა და მასტერკლასებს შესთავაზებენ ორგანიზატორები. ასევე, კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა გაიმართება, ხოლო დღის 2 საათზე დაიწყება კონცერტი,"- აცხადებს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების სპეციალისტი თამთა ბასილაძე.

"ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ეს დღე ჩვენია. დამთვალიერებლებს და სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ და გაეცნონ დაცულ ტერიტორიებს, კერძოდ , იმერეთის ბუნებრივ მემკვიდრეობას. აქ მომსვლელებს, სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა სივრცეები, სადაც შეძლებენ გაეცნონ ოკაცეს ჩანჩქერს, პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, ასევე, თეთრა მღვიმეს, რომელიც უნიკალურია,"- აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ნიკო თევდორაშვილი.

დღის ამბები