29 მაისი 2023,   23:57
ვრცლად
ვადასტურებ აშშ-ის მუდმივ ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს ააშენოს უსაფრთხო, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს ასე სურთ და იმსახურებენ - ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, საქართველოს ხალხმა აჩვენა ურყევი მტკიცე სურვილი ევროატლანტიკური მომავლისკენ. 

"ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.
 
"მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას დაეხმაროს საქართველოს ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს ასე სურთ და რომელსაც იმსახურებენ", - წერს ბლინკენი.
დღის ამბები