29 მაისი 2023,   22:26
ვრცლად
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - პირველადი ინფორმაციით, მას ჭურვი დაეცა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიშა მაზანაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა თანამებრძოლებმა გაავრცელეს.

30 წლის ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. "კურიერი" გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა.

როგორც დაღუპული მებრძოლის ბიძაშვილი "კურიერთან" საუბრისას იხსენებს, მიშა მაზანაშვილი უკრაინაში 1 წლის წინ წავიდა. 

"1 წლის წინ წავიდა და იბრძოდა, მეუღლეც იქაური ყავდა. როგორც ვიცით ჭურვი დაეცა. აქ გადმოასვენებენ და აქ დაიკრძალება,"- აცხადებს გარდაცვლილის ბიძაშვილი. 

დღის ამბები