08 ივნისი 2023,   02:30
ვრცლად
"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საუბარია მამაკაცზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში შიშველ მდგომარეობაში ჩანს.

აღნიშნული მამაკაცი სწორედ ხანძრის დროს, სასტუმროს აივანზე შიშველი იდგა და გამვლელების ყურადღებას იქცევდა. 

ჩვენი ინფორმაციით, მას სასტუმროში ნომერი ჰქონდა აღებული. ხანძრის გაჩენის შემდეგ ოთახის კარი ჩაკეტა, კარს შიგნიდან მძიმე საგნები მიადო და თავად აივანზე გავიდა. მამაკაცს, სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

სხვა დეტალებს ამ წუთებში ვარკვევთ და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დღის ამბები