30 მარტი 2023,   05:59
ვრცლად
"როგორ შეიძლება თურმე მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მისმა მეგობრებმა და მხარდამჭერებმა შეაგროვონ ეს თანხა" - გია ბარამიძე ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე

რა თანხები გადაუხადა გიული ალასანიამ ლობისტურ კომპანიას, თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კითხვები ისმის.

მილიონამდე დოლარი ლობისტური კომპანია "აკერმანისთვის", რომელმაც თავის მხრივ სააკაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტები და ადვოკატები დაიქირავა. ინფორმაცია, თუ რა უჯდება ექსპრეზიდენტის გარემოცვას ლობისტური კამპანია, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კამპანიაში ჩართულები არიან ექსპერტთა ჯგუფები, ექიმები, ადვოკატები, მედია და აზრის სხვა ლიდერები. 917 177 დოლარად კომპანიამ ვალდებულება აიღო მოიპოვოს არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების და ჩინოვნიკების, მათ შორის შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენელთა მხარდაჭერა.

მხოლოდ ერთი ადვოკატის, მასიმო დანჯელოს ანაზღაურება სააკაშვილის გარემოცვას საათში 850 დოლარი უჯდება, გაფორმებულ საბუთებს ხელს გიული ალასანია აწერს. მილიონიანი კონტრაქტის გარდა საჯაროვდება კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის ჯამური თანხა 357 406 დოლარია. ეს კონტრაქტიც ლობისტებისთვის, სხვადასხვა კომპანიისთვის, ექიმებისა და ექსპერტებისთვის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

საკითხს ეხმაურებიან "ნაციონალურ მოძრაობაში" ბიძინა ივანიშვილის მაგალითი მოჰყავთ და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი რეჟიმის შესანარჩუნებლად მრავალ ასეულ მილიონს ხცარჯავს.

"როგორ შეიძლება თურმე მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მისმა მეგობრებმა და მხარდამჭერებმა შეაგროვონ ეს თანხა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მრავალ ასეულ მილიონს ხარჯავს მისი რეჟიმის შესანარჩუნებლად, მათ შორის პიარკამპანიებში და სხვადასხვა სტრუქტურებში იმისთვის, რომ ხან რომელ გაზეთში რაღაცა დაწერონ, ხან რომელ ლობისტს რაღაცა დაუკვეთონ," - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები