



მმართველი გუნდი ბოიკოტში მყოფ პარტიებს პარლამენტში დაბრუნებისკენ და ოპონირებისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ურთიერთგანსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი პარლამენტის ბოიკოტირება და მანდატების დათმობა ვერ იქნება.
"თან აქ მოსვლა ეზარებათ, თან ხელფასი შეინარჩუნონ, თან დარბიან... წარმოდგენა არ მქონდა არც მანამდე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რამე კონსტრუქციულს შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ განახლებას რომ დაარქმევ და ამ განახლების უკან მერაბიშვილს რომ დააყენებ, ის შენი ამომრჩეველიც არ მიგიღებს, არ "გაგიტარებს" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.