



"ძალაუფლების ხელისუფლებისთვის შეტოვებად" - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" საპარლამენტო ბოიკოტს. მათივე განმარტებით, პოლიტიკური პარტიები ამ გადაწყვეტილებით თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებიან და "ქართულ ოცნებას" კომფორტულ სივრცეს უქმნიან.
"არაერთი ბოიკოტი გვახსოვს ჩვენ, სადაც შედეგი ვერ დადგა, ისევე როგორც ამ ვითარებაში ეს ქმნის ძალიან კომფორტულ მდგომარეობას "ქართული ოცნებისთვის". რადიკალიზაცია რომ "ქართული ოცნების" დღის წესრიგია, ესეც მოცემულობაა. ამიტომ ბოიკოტი იქნება ეს თუ მანდატების დატოვების გაუთავებელი მუქარა, აზიანებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.