01 აპრილი 2023,   18:49
ვრცლად
მასშტაბურმა ხანძარმა ჩილეში 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მასშტაბურ ხანძარს ჩილეში 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.სტიქიის შედეგად განადგურდა 270 000 ჰექტარი მიწის ფართობი. ხანძრის დაწყებიდან 275 აქტიური კერა დაფიქსირდა.

ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრეებს მოხალისეები შეუერთდნენ.

ჩილეში ხანძრის გამომწვევ მიზეზად ცხელ და მშრალ ამინდს თვლიან. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით კი, ქვეყანაში, ათასწლეულის განმავლობაში, ეს ყველაზე ხანგრძლივი გვალვაა.

დღის ამბები