



ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს. დღეს დედამ პატიმარი "ვივამედში" მოინახულა. გიული ალასანია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
გიული ალასანია ეთანხმება პროტესტის დაწყებას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია.
"სწორედ ასეთ ფინალს ველოდებოდით ჩვენ ე.წ სასამართლოსგან. ახლა შევა აპელაციაში ეს ყველაფერი და მერე წავალთ სტრასბურგში. ეს მხოლოდ დასაწყისია, ფაქტობრივად, ამ ბრძოლის," - განაცხადა გიული ალასანიამ.