30 მარტი 2023,   05:55
ვრცლად
"მოვახერხეთ შენობის დატოვება და კიდევაც ჩამოინგრა სახლი" - რას ჰყვებიან "კურიერთან" თურქეთში, სტიქიის ზონაში მცხოვრები ქართველები

როგორია თურქეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული ქართველების მდგომარეობა - "კურიერთან" გაზიანთეფში მცხოვრები მოქალაქე სტიქიის ღამეს იხსენებს. მისი განცხადებით, მოსახლეობა პანიკაშია, განადგურებულია მთლიანად ქალაქი.

"იყო ძალიან ძლიერი ბიძგი და გაგრძელდა, დაახლოებით, 1 წუთი. რაღაცა პერიოდი ეს ბიძგი შენელდა, მაშინ მოვახერხეთ შენობის დატოვება და კიდევაც ჩამოინგრა სახლი. მიწისძვრამ გამოიწვია გაზის აფეთქება.

ქალაქი მთლიანად არის პარალიზებული, მსხვერპლი ძალიან დიდია, პანიკა არის. მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს საელჩო, თავად კონსული, ინფორმაციას ვუზიარებთ ერთმანეთს, თუ არიან სხვა ქართველები, დაშავებულები თუ არიან...

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რაღაცა პერიოდით დავრჩენილიყავით ადგილზე და არ წავსულიყავით თავშესაფარში. თავშესაფარიც ერთსართულიანი შენობებია და გამომდინარე იქიდან, რომ ბიძგები კვლავ გრძელდება, მთლად უსაფრთხო არც თავშესაფრებია," - ამბობს ქალი, რომელიც გაზიანთეფში ცხოვრობს. 

"კურიერი", ასევე, ესაუბრა სტამბულში მცხოვრებ ქართველსაც, რომელიც ამბობს, რომ გადატვირთულია კლინიკები და რიგებია მაღაზიებში.

"ახლო მდებარე კლინიკებში არსად ადგილი აღარ არის, რა ინფორმაციაც ჩვენამდე მოდის... დაზარალებულებს ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ზოგიერთ ნანგრევებთან ფიზიკურად ვერ ახერხებენ მისვლას. ქართველი სამაშველო სამსახურიც აქ არის. 

ჩვენი ელჩისგან რაც გავიგეთ, მიდმებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ციხეში 5 ქართველი პატიმარია და მათი ჯანმრთელობის მდგოამრეობაც დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ," - ამბობს სტამბოლში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე. 

დღის ამბები