01 აპრილი 2023,   17:46
ვრცლად
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში, ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადაეცა ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წიგნი-ალბომი საქართველოს სახელმწიფო ბანკის შესახებ, რომლის დამაარსებელი და პირველი მმართველი, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმა იყო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სოფელ ჩუნეშის საჯარო სკოლაც მოინახულა, სადაც იასონ ლორთქიფანიძე სწავლობდა.

დღის ამბები