



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე მასალებს ის ოჯახები იღებენ, რომელთა საცხოვრებელი სახლები ძლიერი ქარის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
11-14 იანვარს სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში 46 მაღალსართულიანი კორპუსი და 230 კერძო სახლი დაზიანდა, როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოს დღეებში დასრულდება.