07 თებერვალი 2023,   13:16
ვრცლად
კოვიდის დიაგნოზით რესპუბლიკურში მოთავსებული 20 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე უფროს ექთანთან დაკავშირებით სასამართლომ, შესაძლოა, დღეს იმსჯელოს

აღმკვეთის ღონისძიების მოლოდინში - კორონავირუსის დიაგნოზით ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 20 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე უფროს ექთანთან დაკავშირებით სასამართლომ, შესაძლოა დღეს იმსჯელოს. თეა ბეგიაშვილს საგამოძიებო უწყება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას და გამოყენებას ედავება.

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს რომ პაციენტს სწორად მკურნალობდნენ. გარდაცვლილის ოჯახი პროკურატურისგან სხვა მედიკოსების დასჯასაც ითხოვს.

დღის ამბები