



თბილისის ზღვაზე, აკვაპარკ "ჯინო ფერედაისის“ საკურორტო ზონაში ოფიციალურად ამოქმედდა სასტუმრო "ჯინო აკვამარინი“. გახსნის ღონისძიებას - ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი სრულად სლოვაკური ინვესტიციაა. სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონი ევრო დაიხარჯა. დასაქმდა 140 ადამიანი.