07 თებერვალი 2023,   12:33
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში ერთმანეთის საცვლების გადმოფენით არიან დაკავებული" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს მმართველი პარტია სიბინძურესა და ერთმანეთის ბინძური საცვლების გადმოფენას უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტია დაშლის პირასაა და ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ნაცმოძრაობაში შიდა რყევები გარდაუვალია. 

"ის, რაზეც ადრე ვარაუდის დონეზე ვსაუბრობდით, პრაქტიკულად ფაქტების სახით დადასტურდა ყველა ის გარემოება, თუ რა სიბინძურესთან გვაქვს საქმე, როდესაც ვეხებით და ვაფასებთ ნაციონალური მოძრაობის ნამოქმედარს და ა.შ. ეს არის ზუსტად ის არსენალი მთელი ინსტრუმენტებისა, რომელიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას თავის მარაგში და რომელსაც იყენებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, იქნება ეს ხელისუფლების წინააღმდეგ თუ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. 

"ერთმანეთის საცვლების გადმოფენით არიან დაკავებული. ეს საბოლოო ჯამში, მე ვიქრობ, მაინც დასრულება იმით, რომ ნაციონალური მოძრაობა დაიყოფა, დაიხლიჩება, დასუსტდება. არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომც დარჩეს რომელიმე მხარე არჩევნების შედეგის მიუხედავად პარტიის შიგნით, ეს კიდევ უფრო დიდ დაძაბულობას და კიდევ უფრო რყევებს გამოიწვევს პარტიაში,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები