07 თებერვალი 2023,   11:23
ვრცლად
კორონავირუსის დადასტურების გამო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შესაძლოა გადაიდოს 

კორონავირუსის დადასტურების გამო მიხეილ სააკაშვილის დღეისთვის დაგეგმილი სასამართლო პროცესი, დიდი ალბათობით, გადაიდება. სასამართლო კოლეგიას დღეს 7 ნოემბრის საქმის ეპიზოდზე უნდა ემსჯელა.

პროცედურულად, საქმის წარმოება დაცვის მხარის მტკიცებულებებისა და ვიდეო მასალის გამოკვლევის ეტაპზეა.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ე.წ. 7 ნოემბრის ეპიზოდს მორიგ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს უწოდებს.

"პროცედურული თვალსაზრისით, ვიმყოფებით დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. ჩვენ ამ პროცესთან დაკავშირებით გვაქვს ვარაუდი, რომ გადაიდება, იმიტომ რომ დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქვს კოვიდ ვირუსი," - აცხადებს ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

დღის ამბები