07 თებერვალი 2023,   11:37
ვრცლად
5 დღე საგარეჯოს სისხლიანი ღამიდან - 24 წლის მამაკაცის გადასარჩენად "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო პერსონალი ამ დრომდე იბრძვის

5 დღე საგარეჯოს სისხლიანი ღამიდან - 24 წლის გიორგი კიკნაძის გადასარჩენად "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო პერსონალი ამ დრომდე იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები დადებით დინამიკაზე ამახვილებენ ყურადღებას, ამბობენ, რომ მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე გართულების რისკი მაღალი რჩება.

რაც შეეხება სხვა დაჭრილებს, დიდი ალბათობით, კლინიკას დღეს კიდევ ერთი დაშავებული დატოვებს და მკურნალობას სახლში განაგრძობს. 

"რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი ზოგადი მდგომარეობა რა თქმა უნდა, მიყენებული ჭრილობებიდან გამომდინარე, არის მძიმე. გრძელდება შესაბამისი მკურნალობა. ამ ეტაპისთვის, მცირედი დადებითი დინამიკით არის. დღეისათვის იგეგმება კიდევ ერთი პაციენტის გაწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში," - აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამუკა ოთიაშვილი.

დღის ამბები