07 თებერვალი 2023,   12:04
ვრცლად
ამერიკული "აბრამსის" ტანკები უკრაინაში - სავარაუდოდ, ვაშინგტონი პირველი პარტიის გაგზავნის შესახებ დღეს განაცხადებენ

უკრაინაში კვლავ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებია. რუსმა ძალებმა იერიში დონეცკის ოლქზე მიიტანეს - დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიჭრა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

რუსმა არმიამ დაბომბა ხერსონის ოლქიც, დაზიანდა სამშობიარო საავადმყოფო, სკოლა და პოლიკლინიკა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა სუმის ოლქში სულ 8 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. 

პარალელურად, ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოფიციალური განცხადება
ვაშინგტონის მიერ უკრაინაში M1 Abrams-ის ტანკების პირველი პარტიის გაგზავნის შესახებ დღეს გაკეთდება. მანამდე კი გერმანულმა მედიამ დაწერა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.



დღის ამბები