28 იანვარი 2023,   13:28
ვრცლად
2008 წლის ომის დროს საქართველოს უკრაინისგან სამხედრო ტექნიკა საჩუქრად არ მიუღია, მოწოდებული ტექნიკის ნაწილი გაუმართავი იყო - რას პასუხობენ ანალიტიკოსები უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს, საქართველოს მეგობარი უკრაინისგან სამხედრო ტექნიკა საჩუქრად არ მიუღია და ოფიციალური თბილისი კიევისგან შეიარაღებას არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ წინა წლებშიც ყიდულობდა. ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც 2005-2006 წლებში შეიარაღებული ძალებში იყო "კურიერს" უყვება, რომ ხელშეკრულება მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს არაერთხელ გაფორმდა.

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი პრაღიდან, რომელიც აგვისტოს ომს აშუქებდა ადასტურებს, რომ შეიარაღება ქართულ მხარეს მაშინ უკრაინისგან უსასყიდლოდ არ მიუღია.

უკრაინული შეიარაღება რომ საქართველოს აგვისტოს ომში დაეხმარა, ამაზე სამხედრო ექსპერტიც საუბრობს, თუმცა ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ შესყიდული ტექნიკის დიდი ნაწილი გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ის პასუხისმგებლობას მაშინდელ ხელისუფლებას აკისრებს, რადგან მიიჩნევს, რომ კაპიტალური შეკეთების პროცესი სწორედ ქართულ მხარეს უნდა ეკონტროლებინა ადგილზე.

უკრაინის რადაში კი დროებითი საგამოძიებო კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც მაშინ ოპოზიციაში მყოფმა იულია ტიმოშენკომ თქვა, რომ სახელმწიფო კომპანია "უკრსპეცექსპორტი" საქართველოს იარაღს უკრაინული კანონმდებლობის გვერდის ავლით ყიდდა. ამის გამო ის მაშინ პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს იმპიჩმენტსაც ითხოვდა. პარალელურად, ტიმოშენკო მთავარ პრობლემად იარაღის რაოდენობასაც ასახელებდა. უკრაინაში მაშინ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. გამოძიება მალევე შეწყდა, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ თბილისმა კიევისგან ვადაგასული ტექნიკა შეიძინა. შეიარაღებაში საქართაველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ "უკრსპეცექსპორტს"2,5 მილიარდი დოლარი გადაუხადა.

დღის ამბები