01 თებერვალი 2023,   10:38
ვრცლად
მიუხედავად ბევრი აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ შეგვწევს უნარი ვიყოთ გაერთიანებულები, ეს ეხება პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიის წევრები, მიუხედავად ბევრი აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გაერთიანდებიან. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ მიუხედავად ბევრი აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ შეგვწევს უნარი, რომ ვიყოთ გაერთიანებულები კონკრეტული საკითხების გარშემო. პირველ რიგში კი, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც უნდა გაიმართოს 9 რიცხვში, თუმცა შესაძლოა რამდენიმე პროცესი დასჭირდეს ამას. 9-ში კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს საკითხი, რომელიც მესამე პრეზიდენტს ეხება, არ გვინდა იყოს აღქმული, როგორც მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, მე ვფიქრობ ეს საზოგადოების პრობლემაა. 

როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება და ყოველდღიურად უარესდება, ეს სრულიად დაცლილია ყოველგვარი სპეკულაციური კონტექსტისგან, ეს არის რეალობა," - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

დღის ამბები