09 თებერვალი 2023,   13:16
ვრცლად
ბრაზილიაში 26-დან 23 შტატში შექმნილი მდგომარეობის გამო, საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული - მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა ადამიანები მანქანებთან ერთად გაიტაცა

ბრაზილია მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის. ოთხდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ყველაზე მეტად ბრაზილიის სამხრეთ ნაწილი დააზარალა. სტიქიის შედეგად არიან დაღუპულები და დაკარგულები. უცებ მოვარდნილი წყლის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ ადგილობრივები სიკვდილს სახლის სახურავებზე ასვლით გადაურჩნენ. სტიქიის ზონიდან გადარჩენილები მაშველებს ვერტმფრენით გამოჰყავთ.

თითქმის ყველა შტატში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. წყალდიდობას მალევე მოჰყვა მეწყერიც. წყლის ნაკადმა ადგილობრივები მანქანებიანად გაიტაცა. დაზიანდა რამდენიმე მაგისტრალი, დაინგრა ასობით სახლი. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის შედეგად დაზარალებულია თითქმის 32 000 ადამიანი, 3500-ზე მეტი კი უსახლკაროდაა დარჩენილი. ოჯახების დასახმარებლად მოქმედებს საქველმოქმედო ორგანიზაციები, ადგილობრივებს ღამის გათევა სპორტდარბაზებში უწევთ.

რთული ვითარებაა ლინჰარესში, ფუნდაოსა და არაკრუზშიც . დასუფთავების ჯგუფები აქტიურად ცდილობენ ვილა ველჰას არხის გასუფთავებას. რეგიონში უფრო მეტ ნალექს პროგნოზირებენ. ბრაზილიაში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.




დღის ამბები