09 თებერვალი 2023,   12:15
ვრცლად
საქართველოს ევროპული პერსპექტივის ირგვლივ ყველანი ვთანხმდებით, მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - როდერის კიზევეტერი

ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის პერსპექტივა - ამის შესახებ ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკური სპიკერი ბუნდესთაგში როდერის კიზევეტერმა განაცხადა. 

მისივე თქმით ხედავენ, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია მხარს უჭერენ უკრაინის კანდიდატობას ევროკავშირში და ეს სწრაფად უნდა გამოცხადდეს.

"საქართველოს ევროპული პერსპექტივის ირგვლივ ყველანი ვთანხმდებით. მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, რათა მივაწვდინოთ გზავნილი ქართველ ხალხს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვორიენტირდეთ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ უნდა მოვითხოვოთ, რუსული ძალების გაყვანა საქართველოდან, დნესტრისპირეთიდან, კალინინგრადიდან. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ზეწოლა ამ მხრივ გაიზარდოს, რათა კრემლის უკანონო ომის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფმა ძალებმა საქართველო დატოვონ და ის კვლავ გახდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორიც დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გახდა,"- აცხადებს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკური სპიკერი ბუნდესთაგში როდერის კიზევეტერი.

დღის ამბები