09 თებერვალი 2023,   13:08
ვრცლად
ვგმობთ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს -  საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს,"- წერია განცხადებაში.

დღის ამბები