29 იანვარი 2023,   17:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდება - "ვივამედში" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა და ექსპრეზიდენტს ნიმუშები აუღო

მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდება. "ვივამედში" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა და ექსპრეზიდენტს ნიმუშები აუღო.

ვასილ კაკაშვილის განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო უწყებამ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღება შესთავაზა.

"ნიმუშები ავიღეთ, რაც გვჭირდებოდა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა გამოთქვა და შემდეგ ამ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ. მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია," - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

საგამოძიებო უწყების ვიზიტს აფასებს მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მსჯავრდებული კვლევის ჩატარების წინააღმდეგი არ არის. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის საქმე მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა, მას ერთხელ უკვე გამოტანილი აქვს სააკაშვილის საქმეზე განაჩენი, რომელიც დაცვამ სტრასბურგში გაასაჩივრა.

"ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია, არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია სრულად, ვერ დადის რა თქმა უნდა, ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა, ამის წინააღმდეგი არც არასდროს ვყოფილვართ, უბრალოდ, მოვითხოვე, ექსპერტიზის ჩატარებას ჩვენი ექსპერტები დაესწრონ. ნიმუშები აუღეს - სისხლის და შარდის," - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

დღის ამბები