29 იანვარი 2023,   17:26
ვრცლად
რა სიძნელეები აქვთ კენჭისყრის დღეს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს - "რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის" კვლევის შედეგები

"საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის" - არასამთავრობო ორგანიზაცია "რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა" საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა მოსაზრებების დაფიქსირება იმ ძირითადი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც მათი აზრით, არის კანონმდებლობასა და კენჭისყრის პროცესში.

პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცესკოს წევრები ესწრებოდნენ.

"ჩვენ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩავატარეთ და საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს ვკითხეთ კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით იმ პრობლემებზე, გამოწვევებზე ან სიძნელეებზე, რასაც ისინი ყოველდღიურად, არჩევნების დღეს ხვდებიან. სოციოლოგიური კვლევის შედეგები არის ძალიან საინტერესო და ჩვენი პრიორიტეტი არის შემცირდეს სუბიექტური ჩარევა საარჩევნო პროცესში," - განაცხადა რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორმა თენგიზ თევზაძემ.

დღის ამბები