08 თებერვალი 2023,   23:55
ვრცლად
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური ჭრილიდან ჰუმანიტარულ ჭრილში  გადაყვანა მნიშვნელოვანია, მისი აზრიც ასეთია - ხატია დეკანოიძე

მიხეილ სააკაშვილის პრობლემა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ განხილული ჰუმანიტარულ ჭრილში-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ "რუსთავი2-ზე" გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, ახლა აქციებმა და მსგავსმა აქტივობებმა შესაძლოა დააზიანოს პროცესი. ამასთან, ხატია დეკანოიძე იმასაც ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური ჭრილიდან ჰუმანიტარულ ჭრილში  გადაყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გავითვალისწინოთ მისი პოზიცია. მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რაც არ უნდა ზეწოლის ქვეშ იყოს პარტია და არის იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ამომრჩევლების მთელი არმია, ვინც გულნატკენები არიან, თუ როგორ ექცევა ამ ადამიანს ხელისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ვართ პოლიტიკოსები და შემიძლია გავაკეთო სხვაგვარი განცხადება- მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ მისი პოლიტიკური ჭრილიდან ჰუმანიტარულ ჭრილში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაყვანა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცალკევება შეიძლება საქართველოს უახლესი ისტორიიდან,  უბრალოდ ვერ განცალკევდება. ჩემი პოზიცია არის, რომ სასამართლომდე, შუამდგომლობის შეტანამდე ასეთი პოლიტიკური აქტივობები შესაძლებელია იყოს და ყოფილიყო დამაზიანებელი. მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებაც ეს არის, რომ მისი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს განხილული ჰუმანიტარულ ჭრილში. ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება ამას,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები