01 თებერვალი 2023,   10:40
ვრცლად
სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე გვქონდა მყისიერი რეაგირება, ექსპერტიზაზე თავად სააკაშვილმა თქვა უარი - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მინისტრის თქმით, ამ ფაქტის გავრცელების შემდგომ, სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოხდინდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ექპსერტიზის ჩატარებაზე უარი თავად ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა. 

"რაც შეეხება მოწამვლას - ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექპსერტიზას და როდესაც მივიდნენ ექპსერტიზის წარმომადგენლები, თავად სააკაშვილმა განაცხადა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი.

თქვენ დასვით კითხვა, თუ საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო მედიკამენტები. მედიკამენტებს ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი და ამის შესახებაც ვთქვი, რომ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც პირდაპირ შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა და შესაბამისად, თუკი ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა ვინმე მოწამლა, ბუნებრივია, ეს არის სრულიად ამორალური. მეორე, რაც შეეხება საკვებს, საკვებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც მას აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები - ესენი არიან ოჯახის წევრები და ასევე სხვა პირები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა.

შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, თუ ვისზე საუბრობს," - აცხადებს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები