01 თებერვალი 2023,   10:23
ვრცლად
პარტიამ "საქართველოსთვის", სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა

პარტიამ "საქართველოსთვის" სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა. პროექტი პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშილმა წარადგინა.

სახალხო ბიუჯეტირების დანერგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მიიღოს მონაწილეობა და განსაზღვროს, სწორად არის თუ არა ასახული ბიუჯეტის პროექტში თბილისელთა ინტერესები, რამდენად მიესადაგება მოქალაქეების საჭიროებებს და როგორ დაიხარჯება სოციალური მიმართულებით საბიუჯეტო თანხები.

"ოპოზიციურმა პარტიებმა დავაყენეთ საკითხი სახალხო ბიუჯეტირების შესახებ, რომელიც გულისხმობს, რომ თბილისში მცხოვრებ ადამიანებს მიეცეთ ჩართულობის შესაძლებლობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

მოქალაქეების მხრიდან დაყენებული საკითხები, რომლის არა მხოლოდ განხილვის ვალდებულება ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამ დაყენებული საკითხების უშუალოდ დაფინანსების ვალდებულება ექნება," - აცხადებს ბექა ლილუაშილი.

დღის ამბები