01 თებერვალი 2023,   09:31
ვრცლად
"მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" - პროექტი, რომელიც 10 წელია ხორციელდება, ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად

"მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში"- პროექტის 10 წლის თარიღის აღსანიშნ ღონისძიებას კახა კალაძეც ესწრებოდა, რომელმაც ისაუბრა თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს კლიმატის მიმართულებით მერია.

პროექტი მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების საკითხების განხილვას, ასევე გამოცდილების გაზიარებას პროექტის ხელმომწერებს შორის.

ღონისძიება დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მასში მონაწილეობს 150-ზე მეტი წარმომადგენელი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას თქმით, დაანონსებულია ნარჩენების მართვის რეფორმა. 

"მერმა ისაუბრა კონფერენციაზე და განაცხადა თბილისის მზაობა 20-30 წლისთვის, რომ აიღოს მორიგი ვალდებულებები. გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებები. ჩვენ გვაქვს ნარჩენების მართვის რეფორმა, რომელიც მალე აქტიურ ფაზაში გადავა,"- აცხადებს ანდრია ბასილაია. 

დღის ამბები