08 თებერვალი 2023,   23:43
ვრცლად
წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ მისი პირადი ავტომობილის დაწვის ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ მისი პირადი ავტომობილის დაწვის ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, აალება მანქანიდან 3 ნახევარი მეტრის დაშორებით არსებულმა კერამ გამოიწვია.

ხარჩილავა ამბობს, რომ მისი ავტომობილი მიზანმიმართულად დაწვეს. ის მომხდარს პოლიტიკურ შურისძიებას უკავშირებს. ხარჩილავას ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით ორი თვის დაიწვა.

გამოძიება სხვისი ნივთის განადგურების მუხლით დაიწყო. ქართული ოცნების ადგილობრივ ორგანიზაციაში ბრალდებას უარყოფენ და მერს ურჩევენ, გამოძიების დასრულებას დაელოდოს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა აცხადებს, რომ ხანძარი იყო ღამის 4 საათზე.

"ხანძარი იყო ღამის 4 საათზე. მთავარი თემა გასარკვევი იყო რამ გამოიწვია ხანძარი და ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ ცეცხლი ადამიანმა გააჩინა ეს არის პოლიტიკური შეკვეთა," - აცხადებს ხარჩილავა. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი მაია მიქავა აცხადებს, რომ პოლიტიკურ განცხადებებამდე საჭიროა მერი გამოძიების პასუხს დაელოდოს.

"ჩვენი პოზიცია ამ საკითხის მიმართ არის შემდეგი. კარგია, რომ მერი ენდობა სასამართლო ექსპერტიზას. მე მის ადგილზე დაველოდებოდი სასამართლოს და მერე დავიწყებდი პოლიტიკური განცხადებების კეთებას,"- აცხადებს მიქავა. 

დღის ამბები