09 თებერვალი 2023,   14:15
ვრცლად
საზოგადოება შეხედავს და ნახავს რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია - ირაკლი კობახიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს "ქართული ოცნების" თავჯდომარე აფასებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაპირისპირება აჩვენებს, რომ პარტია იშლება, რაც მისი შეფასებით, კარგია ქართული პოლიტიკისთვის.

"ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის ეს პროცესი. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, არის ის, რომ ნაცმოძრაობაში გრძელდება დაშლის პროცესი, რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. არის სამი კანდიდატიო ამ პოლიტიკურ პარტიაში და სამივე არის ერთმანეთზე უინტერესო და ოდიოზური. ვგულისხმობ, ხაბეიშვილს, მელიას და მუმლაძეს.

საზოგადოება შეხედავს ყველაფერს ამას და ნახავს თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ პარტიას," - აცხადებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები