01 თებერვალი 2023,   10:14
ვრცლად
თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალს 23-ედ მასპინძლობს

თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალს 23-ედ მასპინძლობს. საკონკურსო პროგრამაში წელს ქართული ფილმებია წარმოდგენილი. საერთაშორისო ჟიურის წინ რთული არჩევანი ელის. საუკეთესო ფილმი სხავდასხვა ჟანრში 20-ზე მეტ ნამუშევარში უნდა შეარჩიონ.

გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებულია სპეციალური პრიზი - ადამიანის უფლებები კინოში.

4 დეკემბერს ფესტივალი მთავარ სტუმარს, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტს, პოლონელ რეჟისორს აგნიეშკა ჰოლანდს ელოდება. ფესტივალს მისი ფილმი, „ მისტერ ჯონსი“ გახსნის. ფესტივალის დახურვაზე კი, წარმოდგენილი იქნება დიტო ცინცაძის ფილმი, „როქსი“ რომელიც კინოკრიტიკოსების შეფასებით, ოქროს პრომეთეს მოსაპოვებლად ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.

დღის ამბები