01 თებერვალი 2023,   10:52
ვრცლად
რუსთავი კვლავ პარალიზებულია - მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ოპოზიციამ ჩააგდო

რუსთავი ამ ეტაპზე კვლავ პარალიზებულია, მიზეზი კი მომავალი წლის ბიუჯეტია რომელიც საკრებულოს ოპოზიციამ ჩააგდო. ხელისუფლების ოპონენტებმა ქალაქის მერს მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები გადაუგზავნეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" და გახარიას პარტიას შეცდომები გაეპარათ.

ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ შენიშვნების ნაწილი, რომელზეც მერიას საკრებულოს ოპოზიციამ მიუთითა, კერძო კომპანიებს ეკუთვნის და არა თვითმმართველობის ორგანოს, მათ შორის, ქალაქში წყალმომარაგებისთვის ბიუჯეტის გაზრდა.

რუსთავის მერი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები ქალაქში მიმდინარე პროექტების შეჩერებას და ინდუსტრიული დასახლების პარალიზებას ცდილობენ.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა განიხილონ, თუ ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს კიდევ ორჯერ ჩააგდებს ქალაქში საკრებულოს ახალი არჩევნები დაინიშნება.

დღის ამბები