07 თებერვალი 2023,   12:05
ვრცლად
ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობას აგრძელებს - რა გეგმა აქვს მმართველ გუნდს, რომელმაც უკრაინული ვერსიის ანალოგიური კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო

ვენეციის კომისიია დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით დასკვნას 2023 წელს გამოაქვეყნებს. მიიღებს თუ არა მანამდე პარლამენტი ანალოგიურ ქართულ კანონპროექტს - ამაზე მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვენეციის კომისია უკრაინის შესახებ არაფერს იტყოდა და ამის შესახებ მოლოდინი გადაჭარბებულია. საპირისპირო დადასტურდა, თუმცა გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამას მნიშვნელობა აქ აქვს. ითხოვს, ქართულმა მხარემ საკუთარი ვერსია ევროპელ ექსპერტებს შეფასებისთვის დამოუკიდებლად გაუგზავნოს.

აბსურდია ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესასრულებლად ახალი კანონი მიღება. განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელიც გეგმავს, კანონპროექტის საკუთარი ალტერნატივა ვენეციის კომისიაში გააგზავნოს.

მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ევროკომისიის მეხუთე რეკომენდაცია ოპოზიციის კანონპროექტით ვერ შესრულდება. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ უკრაინული მოდელის ქართულ კანონმდებლობაზე მორგება ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. ამბობენ იმასაც, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ორივე კანონპროექტისთვის იდენტური იქნება.

გადაიგზავნება თუ არა ვენეციის კომისიაში ორი მოსმენით უკვე მიღებული პროექტი? - საკითხი დახურული არ არის. ქართული მხარისთვის უკრაინულ პროექტზე დასკვნის გამოქვეყნების კონკრეტული თარიღი ისევ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომისია რეკომენდაციებს მომდევნო წელს გამოაქვეყნებს. ამ ინფორმაციის მისაღებად კი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა ევროპის საბჭოს კელი დეგნანის იმ განცხადების შემდეგ მიმართა, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ ანტიოლიგარქიული კანონის სამართლებრივი დასკვნის მომზადებაზე უარი თქვა.

დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთი პირობაა. სწორედ ამ მიზნით შეიმუშავა პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი.

დღის ამბები