07 თებერვალი 2023,   13:07
ვრცლად
10 დაღუპული, 54 დაშავებული - დეოკუპირებული ხერსონში საჰაერო იერიშის მთავარი სამიზნე მრავალბინიანი კორპუსები და კერძო სახლები გახდა

10 დაღუპული, 54 დაშავებული - დეოკუპირებული ხერსონი კვლავ ოკუპანტების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ არის. თითქმის 2 საათიანი საჰაერო იერიშის მთავარი სამიზნე მრავალბინიანი კორპუსები და კერძო სახლები გახდა. ზონები, რომლის სიახლოვეს არც კრიტიკული და არც სამხედრო ინფრასტრუქტურაა.

ანალოგიური სურათია ნიკოპოლში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აგრესორმა 70-ზე მეტი ჭურვი ისროლა. განგაშის სიგნალი დნეპროპეტროვსკის ოლქში ამ დრომდე ისმის.

ღამის განმავლობაში ზაპოროჟიეში რუსული რაკეტების სამიზნედ იქცა ცენტრალური საავადმყოფო. შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ისევე, როგორც ახლოს მდებარე ავტოგასამართი სადგური და რამდენიმე მანქანა. ჯამში 24 საათის განმავლობაში რუსულ იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა - მძიმედ დაშავდა 70-მდე უკრაინელი.

ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ დონეცკი და ლუგანსკია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტუაციას თავად აკონტროლებენ და ოკუპანტების ცოცხალ ძალას და მძიმე შეიარაღებას ყოველდღიურად ანადგურებენ. უკანასკნელი ავიაიერიში აგრესორის კონცენტრაციის უბნებზე გვიან ღამით განხორციელდა.

პრობლემები აქვს რუსულ არმიას მობილიზებულთა ახალ ნაკადთან. ოკუპანტების რეზერვისტთა ნაწილმა დონეცკის ოლქში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მიზეზად შესაბამისი შეიარაღების და აღჭურვილობის არარსებობა დაასახელეს, რასაც ბუნტი მოჰყვა. მისი ჩახშობა მეთაურებმა 19 მობილიზებულის დემონსტრაციული ჩაცხრილვით მოახერხეს.  

დღის ამბები