07 თებერვალი 2023,   12:46
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოს სხდომაზე - კამათი გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიშს მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე - კამათი გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიშს მოჰყვა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გამოძახებას ექვემდებარებოდა 308 წვევამდელი. აქედან, ქვეყნის დატოვების გამო, გადავადების უფლებით ისარგებლა 71-მა პირმა.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია. მისი თქმით, მიგრაციის მაღალი დონე ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. აღნიშნულ შეფასებას მმართველი გუნდის წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც ხმაურში და ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა.


დღის ამბები