29 ნოემბერი 2022,   19:36
ვრცლად
"დღეს რომ საუბრობენ წონის დაკლებაზე, ოპერაცია არ გაუკეთებია სულხან მოლაშვილს და წონა კი არა, ადამიანი ვერ ვიცანი, ეჭვი შემეპარა, სხვას ხომ არ ვნახულობ მეთქი" - მაია ნიკოლეიშვილი

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სულხან მოლაშვილის სხეულის და ჯანმრთერლობის დაზიანებებს იხსენებს და ამბობს, რომ პატიმრის ცნობა მისთვისაც კი რთული აღმოჩნდა. 

ნიკოლეიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ სულხან მოლაშვილთან მეშვიდე საპყრობილეში შესვლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ  ეს იყო თავიდან ბოლომდე დანგრეული ადამიანი, არა მარტო მარტო ფიზიკური წამებით, სულიერადაც.

"წლები გავიდა და არ მცირდება ის შთაბეჭდილება, რაც ჩაიჭედა გონებაში და მეხსიერებაში. თუნდაც გავიხსენებ სულხან მოლაშვილთან  შესვლას მეშვიდე საპყრობილეში, როცა ნანა კაკაბაძის ძალიან დიდი მცდელობით და ევროკავშირის წარმომადგენლების ჩარევით მოხდა ჩემი შესვლა, ეს იყო საშინელება, წარმოუდგენელი რამ. სულხანი, რომელიც ვნახე, უცებ ვიფიქრე, ნუთუ ეს სულხანია მეთქი, ეჭვიც კი შემეპარა, რომ ეს ის არის?

დღეს რომ საუბრობენ წონის დაკლებაზე, ოპერაცია არ გაუკეთებია სულხანს არანაირი და წონა კი არა, ადამიანი ვერ ვიცანი, ეჭვი შემეპარა სხვას ხომ არ ვნახულობ მეთქი. ეს იყო ნახევარი, ან იმის მესამედი, რაც მე სულხანი მახსოვს. მისი ის ტკივილი.. ნელნელა ვქაჩავდი, რომ როგორმე ეთქვა, რა ხდებოდა მის თავს და ის დაზიანებები, რომლებიც მერე ვნახე და ვერ უარყოფდა, მხოლოდ მერე შეძლო გახსნილიყო და ეთქვა უკვე, რა როგორ იყო.

მახსოვს, მისი თანამესაკნე იყო, ვინც მეშვიდეში მის გვერდით იყო და იმ ადამიანმა მითხრა, ღამე როცა ძინავს, იღვიძებს და ბღავისო. არ იცი, ეს რა ხმა არისო. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, დანგრეული ადამიანი თავიდან ბოლომდე, მარტო ფიზიკური წამება კი არა, სულიერი და ყველაფერი," - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

დღის ამბები