04 დეკემბერი 2022,   09:59
ვრცლად
"პრაქტიკულად, არ არსებობს კრიტიკული მოსაზრება კანონში ამჟამად ასახული დებულებების წინააღმდეგ" - მიხეილ სარჯველაძე საარჩევნო რეფორმაზე

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონმდებლობის დახვეწისთვის გათვალისწინებული იქნა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ის უმნიშვნელოვანესია საარჩევნო სისტემისთვის. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არ არსებობს კრიტიკული მოსაზრება კანონში ამჟამად ასახული დებულებების წინააღმდეგ. 

"ამ შემთხვევაში, აქცენტი გაკეთდა ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, თავის დროზე. ეს მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა გაუმჯობესების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად და შესაბამისად, ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული ინიციატივის წარდგენის შესახებ. პრაქტიკულად, არ არსებობს კრიტიკული მოსაზრება კანონში ამჟამად ასახული დებულებების წინააღმდეგ. არის განსხვავებული შეხედულებები, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც სხვა საკითხებიც სასურველია ვინმესთვის რომ დარეგულირდეს. კონტრარგუმენტი და კრიტიკული მოსაზრება, მე პირადად, ნამდვილად არ მომისმენია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის კარგი ინიციატივა, ის აუცილებლად იმსახურებს მხარდაჭერას და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება საპარლამენტო განხილვების დროს,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

საარჩევნო რეფორმა დღეს სესიაზე გადის. კანონმდებლებმა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით უნდა განიხილონ. ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში მომდევნო არჩევნები ელექტრონულად უნდა ჩატარდეს. ამომრჩევლის სულ მცირე 70 პროცენტი ხმას ახალი წესით მისცემს.  

დღის ამბები