27 ნოემბერი 2022,   02:34
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ძმების დავით და გუგა კაკულიების სასამართლო პროცესი იწყება

საქალაქო სასამართლოში ძმების დავით და გუგა კაკულიების სასამართლო პროცესი იწყება. პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვებით უნდა წარდგნენ. ძმებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად, დანაშაულს ორივე მათგანი უარყოფს.

"ის იარაღი, რომელიც ამოღებულია და დართულია საქმეზე ბრალდების მხარის მიერ არ ეკუთვნის დავით და გურამ კაკულიებს, მისი მასრები, ექსპერტიზის დასკვნით, არ თანხვდება შემთხვევის ადგილზე ამოღებულ მასრებზე. ბრალდებულების პოზიცია გახლავთ უცვლელი, ისინი დუმილის უფლებას ინარჩუნებენ და არ აღიარებენ არცერთ ბრალს, რომელიც მათ მიმართ არის წარდგენილი,"-აცხადებს გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი მარიამ შათირიშვილი.

ამასთან, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე დაკითხვას რამდენიმე მოწმეს, მათ შორის გამომძიებელს.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები ვიტყვით შესავალ სიტყვას და ასევე, ბრალდების მხარე გეგმავს რამდენიმე მოწმის დაკითხვას. დაიკითხებიან უშუალოდ ინციდენტის ადგილზე მყოფი პირები, ასევე გამომძიებელი, რომელსაც ჩატარებული აქვს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. აქ საუბარია არაყიშვილი-ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე მომხდარზე,"-აცხადებს თამარ ყულჯანიშვილი.

დღის ამბები