08 დეკემბერი 2022,   06:13
ვრცლად
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის სესიაზე განიხილავენ - რას პასუხობს მმართველი გუნდი ოპოზიციის შენიშვნებს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის სესიაზე განიხილავენ. ოპოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, მათი მტკიცებით, საკანონმდებლო ცვლილებებში გათვალისწინებული არ არის საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესები.

განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა და ის უმნიშვნელოვანესია საარჩევნო სისტემისთვის.

ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში მომდევნო არჩევნები ელექტრონულად უნდა ჩატარდეს. ამომრჩევლის სულ მცირე 70% ხმას ახალი წესით მისცემს.

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, ოპოზიციის დამოკიდებულება მორიგი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს რეალურად ცვლილებები არ სურთ.

დღის ამბები