05 დეკემბერი 2022,   08:30
ვრცლად
პროფესორი ჯეიმს კობი, სავარაუდოდ, დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას და შესაბამისი კვლევების დაგეგმვას შეძლებს 

ორთოპედ-ქირურგი, პროფესორი ჯეიმს კობი, სავარაუდოდ, დღეს შეძლებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას და შესაბამისი კვლევების დაგეგმვას. კლინიკა "ვივამედში", სადაც ყოფილი პრეზიდენტია მოთავსებული, გუშინ ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ლახანი იმყოფებოდა.

ამერიკელი ექიმი ამბობს, რომ გარკვეული კვლევა სააკაშვილს ჩაუტარდა, თუმცა დეტალებზე ის ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

"მე შესაძლებლობა მქონდა პრეზიდენტი სააკაშვილისთვის ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩამეტარებინა. მე თათბირი უნდა გავმართო ჩემს კოლეგებთან, სხვა ექიმებთან და ექსპერტებთან, სანამ საბოლოო ანგარიშს გამოვაქვეყნებ. პატივი უნდა ვცე ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობების კონფიდენციალურობას. ამ მომენტისთვის, მე არ შემიძლია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. მოდით, დაველოდოთ ყველა კვლევის შედეგს," - ამბობს ექსპერტი, შაჰინ ლახანი.

დღის ამბები