05 დეკემბერი 2022,   09:33
ვრცლად
უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობს - ხერსონის ოლქის კიდევ 12 დასახლება გათავისუფლებულია

ბოლო ამბებით ფრონტის ხაზიდან - რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის ოლქის კიდევ 12 დასახლება გათავისუფლებულია. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს. საერთო ჯამში კი დეოკუპირებულია ოლქის 50-ზე მეტი ქალაქი და სოფელი. 

რუსულმა ჯარებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს კიევის ოლქის ქალაქ ბილაცერკვას. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ. ცეცხლი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

რუსულმა ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკოვის ოლქზე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორია, ოკუპანტებმა სასაზღვრო ზოლის მიმართულებით 25-ჯერ გაისროლეს.

რუსულმა ჯარებმა სარაკეტო თავდასხმები მიიტანეს მიკოლაივის და დნეპროპეტროვსკის ოლქების მიმართულებითაც.

პარალელურად, ცნობილი ხდება დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 625 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს.

დღის ამბები