10 დეკემბერი 2022,   07:11
ვრცლად
ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი - პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "ბილტმორში" რამდენიმე წუთში დაიწყება. მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატია.

ბიზნესმენების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მათ მეტ ინფორმირებას, რომ ბიზნესმა გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს. ბიზნესასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრს და ეკონომიკური გუნდის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოსა და ბიზნეს კლიმატის შესახებ, თუ რა გამოწვევებია ამ მიმართულებით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

"იქნება ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ჩვენ ვხვდებით პრემიერ მინისტრს და ასევე ეკონომიკური ბლოკის მინისტრების. ერთ-ერთი, რასაც გავაკეთებთ დღევანდელ შეხვედრაზე, იქნება BAG მესამე კვარტლის შედეგების პრეზენტაცია. ძალიან საინტერესო მიგნენებია," - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

ბიზნესკლიმატზე საუბრობს ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე.

"სასიხარულოა, რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ სერიოზული ეკონომიური ზრდა. ბიზნესში ამას ვგრძნობთ პირველ რიგში იმით, რომ გაზრდილია მომხმარებლების რაოდენობა, გაზრდილია მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან. ძალიან სასიხარულოა, რომ გაზრდილია მოთხოვნა მუშა ხელზე. პირადად ჩვენ, ყოველთვიურად, უფრო მეტ ადამიანს ვასაქმებთ და ერთ-ერთი პირველი წინადადება, რაც იქნება ბიზნესმენების მხრიდან, იქნება, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი კოორდინაცია გაუწიოს სპეციალობების მიხედვით მოქალაქეების მომზადებას," - აცხადებს პაატა კურტანიძე.

დღის ამბები