10 დეკემბერი 2022,   06:21
ვრცლად
"თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, არ მივიღებთ" - ირაკლი კობახიძე

"თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, არ მივიღებთ," - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში ვერ ერკვევა, როცა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

"ღიმილის მომგვრელი იყო, გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისინი შეიმუშავებდნენ ისეთ კანონს, რომელიც მორგებული იქნებოდა ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად ვერ ერკვევიან სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპის არსში. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კანონის მიღების დროს არის ის, რომ არ შეიძლება ეს იყოს რომელიმე პიროვნებაზე ან პიროვნებათა კონკრეტულ წრეზე მორგებული. ესენი ფეხქვეშ თელავდნენ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან - ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.

ჩვენ ვერავის ვერ მოვარგებთ კანონს, ამიტომ ავიღეთ უკრაინული კანონი, რომელიც მოიწონა ყველამ და ვთავაზობთ ოპოზიციას ამ კანონის მიღებას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ მივიღოთ კანონი, თუ არა მაშინ არ მივიღებთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები