09 თებერვალი 2023,   12:52
ვრცლად
რუსთავის კოლეჯ "მოდუსში" გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივებზე და ადგილობრივი ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებაზე ისაუბრეს

რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივებზე და ადგილობრივი ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პროფესიულ კოლეჯ "მოდუსში" გამართა.

პროფესიულ კოლეჯში, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით ფუნქციონირებს, 15 პროგრამა მუშაობს.

"მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურით გაუმჯობესდეს რუსთაველების ყოველდღიურობა და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ახალი ინვესტიციისთვის, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ასევე ჩვენი პრიორიტეტი არის განათლების მიმართულება. დღეს ბიზნესთან ერთად მოდუსის ის შესაძლებლობები დავათვალიერეთ, რომელიც თითოეულ რუსთაველს კიდევ უფრო ეფექტიანად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს," - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები