10 დეკემბერი 2022,   07:04
ვრცლად
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და ევროკავშირის Twining-ის პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და ევროკავშირის Twining-ის პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანი საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაა.

ღონისძიებას პარლამენტის თავჯდომარე, ფინანსთა მინისტრი და ევროკავშირის ელჩი დაესწრნენ.

"ორი წლის განმავლობაში იქნება მნიშვნელოვანი აქტივობები, მათ შორის სასწავლო ტურები. ასევე ზედამხედველობის თვალსაზრისით პროცედურების დახვეწა და მნიშვნელოვანი სწავლებები ყველა იმ მონაწილისათვის, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთვება. მნიშვნელოვანია, რომ ამას განახორციელებს ნიდერლანდების პარლამენტი, ასევე საფინანსო და ეკონომიკური აკადემია ნიდერლანდების სახელმწიფოსგან. ვფიქრობ, უცხოური გამოცდილების  გაზიარება წაადგება და წინ წასწევს საფინანსო ზედამხედველობას ყველასთვის," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

დღის ამბები