04 დეკემბერი 2022,   08:25
ვრცლად
თანამედროვე მსოფლიოსთან ერთად უნდა ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს- ოთარ შამუგია

საქართველოს პარლამენტი, ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით, კლიმატის კანონზე მუშაობას იწყებს. დღეს გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ყურადღება გამახვილდება კლიმატის კანონის მიღების მნიშვნელობაზე, კანონის შემუშავების პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებსა და საქართველოს პარლამენტის როლზე კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებაში. ღონისძიებას პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"დღეს მთელი მსოფლიოსთვის კლიმატის ცვლილება არის ძალიან დიდი გამოწვევაა და ეს, რა თქმა უნდა, ვრცელდება ჩვენზეც. ჩვენ თანამედროვე მსოფლიოსთან ერთად უნდა ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს,"-აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. 

დღის ამბები